შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას

თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, 17 პარტიას ჰქონდა განაცხადი და ამ ეტაპზე სავარაუდოდ 17 პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან, 2 არ მონაწილეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
„რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ეს შედეგი უკვე კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური ბირთვი, მისი სახელწოდებით, საარჩევნო ნომრით და ა.შ. დღეს გამქრალია საარჩევნო ბიულეტენებიდან. გამქრალი იქნება საკუთარი არჩევანით. მისასალმებელია, რომ ამით ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი „ნაცმოძრაობის“ და „ნაცობის“, როგორც იდეოლოგიის.
რაც შეეხება არჩევნებს, უკვე აქტიურად დავიწყეთ კამპანია, წარდგენილია თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში.
დღეს რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუკი მათ მანდატი ექნებათ და არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1754903245
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა
როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს...
1754903183
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი
დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ად...
1754903121
საზოგადოებაპრეზიდენტი: „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში - რუსეთი რომ ოკუპანტია ამას ყოველთვის აღვნიშნავთ
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძ...
1754903018
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის გორგასლის ო...
1754902940
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემო...