"ამ ქალბატონმა თავისი ცხოვრებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა დიდი შოთას სიტყვების ჭეშმარიტება: - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია"
მეცნიერი ისტორიკოსი, პაატა სურგულაძე ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
"შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაჩერდა მისი გული.
როგორც ექიმები აღნიშნავენ, მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე, მშვიდად გადავიდა მარადისობაში.
დამთავრდა მისი ეპოქა, მშფოთვარე და დიდი გამოწვევებით აღსავსე.
დიდმა ბრიტანეთმა დედა, პლანეტამ კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ბრძენი და გავლენიანი ქალბატონი დაკარგა.
ეჭვი არ არის, რომ მისი უდიდებულესობის სახელი ოქროს ასოებთ ჩაიწერება ბრიტანეთის ისტორიაში.
მან შთამომავლობას დაუტოვა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანასა და ხალხს, როგორ უნდა სძლიო შენს თავს და შენი ცხოვრების უმთავრეს დანიშნულებად ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა აქციო.
სწორედ ამიტომაც იყო, რომ დედოფალმა, ქვეშევრდომების დიდი სიყვარული და განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა.
ის იყო მისი სამეფოს ყველა მოქალაქის მფარველი, სიმბოლო სიძლიერისა და სტაბილურობისა.
რკინის ნებისყოფით დაჯილდოებული სახელმწიფოდ მოაზროვნე მონარქი იყო მსახური თავისი ქვეყნისა და ხალხისა.
მისმა უდიდებულესობამ ღირსეულად ატარა ბრიტანეთის დედოფლის უმძიმესი გვირგვინი.
დღეს გლოვობს ბრიტანეთი, მასთან ერთად ასევე გლოვობს სხვადასხვა ქვეყნების მილიონობით მოქალაქე. ის ხომ მათი იმედიც იყო.
მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამ ღირსეულმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა დიდი შოთას სიტყვების ჭეშმარიტება: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
როგორც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასია ისტორია და ტრადიციები, გულით ვუსამძიმრებ დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ბრიტანეთსა და მის ყველა ქვეშევრდომს!",- წერს სურგულაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა" - მედია
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...






























