არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება, არ მოიხსნება - კალაძე პარლამენტის შენობის წინ ჯვრის აღებაზე

თბილისის მერი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ ჯვრის კონსტრუქციას არ აიღებენ. გავრცელებული  ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, კახა კალაძემ უარყო.

“არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება, არ მოიხსნება. რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია, გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან, რომ გარკვეული პროექტი იქნეს განხორციელებული, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად და ზოგადად ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად გაკეთდება პროექტი”,- ამბობს კალაძე.

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ პარასკევს, 3 დეკემბერს მერია ჯვრის კონსტრუქციის მოხსნას აპირებდა. თუმცა, ამის შემდეგ, კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, არ ფიქრობდა “ბაბლი” ასე დაიჯერებდა.

“რა თქმა უნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა.

ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით. კონსტრუქცია დამონტაჟებულია ყველა კანონის უგულებელყოფით და არანაირი უფლება არ აქვს, იდგეს იქ. აგრესიული მრევლის მუქარით დაშინებული კანონმდებელი დუმს”, — წერს ნატა ფერაძე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას - შალვა ნათელაშვილი

🔵ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები - თეა წულუკიანი

🔵გაძვირებული ცხოვრება - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794664892

ახალი ამბები

15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...

მოძრაობა აიკრძალა

1794662651

ახალი ამბები

თელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...

პროკურატურაპროკურატურა

1794661737

ახალი ამბები

გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებ...

გივი მიქანაძე

1794659174

ახალი ამბები

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს....

 მოძრაობ მოძრაობა დროებით შეიზღუდებაა დროებით შეიზღუდება

1794657757

ახალი ამბები

შიო მესამე: ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად

ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად... ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების ხსენებისა.....

შიო მესამე: