ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოში სხვადასხვა სპორტის სახეობების ხელშეწყობა დაიწყოს.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას დეპუტატები “მინისრთა საათის” ფორმატში განაცხადა.

“ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი. ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომელთაც არ აქვთ სარბენი ბილიკები. გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები.

რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობის დროს ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათ მოგვარებას და შესაბამისად, ასე არის აქაც. ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. ჩვენ მშვილდოსნებს სჭირდებათ თბილისში ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში.

მნიშვნელოვანია, რომ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში საწვრთნელი ბაზა. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომელთაც საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ უცხო ქვეყანაში ვარჯიში.

ჩვენ ყველას გვიხარია მათი წარმატება, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, ვიდრე სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რომ რა კარგია, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოადგენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას დიდი პრობლემები, დიდი შრომა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი გრაფიკით იმუშავებენ წინა საახალწლო დღეებში მაღაზიები საბერძნეთში?

🔵საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში არჩეული საკრებულოები დღეიდან მუშაობას იწყებენ

🔵გაძვირებული ცხოვრება - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793897790

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...

დავით ჩიხელიძე

1793896838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...

მარიამ ქვრივიშვილი

1793895817

ახალი ამბები

თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...

თბილისის მერია

1793892912

ახალი ამბები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...

 მარიამ ქვრივიშვილი,

1793889430

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...

თორნიკე ჭეიშვილი