ავტოსკოლებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასაბარებლად საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სწავლება არ შეეძლებათ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მომსახურების სააგენტოში განუმარტეს, გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს.
მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ, კერძოდ: რუსთავში, გორში, თელავში ფოთში, ახალციხში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში.
„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.
ასევე საინტერესოა:
1751740759
სპორტიკვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი ყვე...
1751740565
სპორტისაქართველო-ირლანდია - მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პირველი ნახევარი 5:14 დასრულდა
საქართველოს რაგბის ნაკრებისა და ირლანდის ნაკრების შეხვედრის პირველი ტაიმი 5:14 დასრულდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
1751737226
მსოფლიოსომხეთის საგარეო უწყება თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა - სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკური განვითარებით
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, „სომხეთი იყო და რჩება დ...
1751734076
საზოგადოებასაქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო. თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ...
1751728950
ახალი ამბებისხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...