შსს-მ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა

უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ცვლილებათა პაკეტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.
ცვლილების თანახმად:
✓ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
✓ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
✓ იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს
✓ მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
✓ ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი
✓ ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს
✓ მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები
✓ ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს
✓ შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...