"ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას" - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში
"ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
„ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ბელარუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.
რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელე არხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.
საუბარია რუსული გამოცემების ინფორმაციაზე, რომ ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს.
სხვა სიახლეები:
⬛ შემზარავი ტრაგედია სენაკში - 12 წლის გოგომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა
⬛ ექსპერტი: დაუფარავად მიდის სააკაშვილის გვერდზე გაწევის და მისი ციხეში ჩატოვების პროცესი
1732719780
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...
1732711692
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ცესკოში გა...
1732705638
მსოფლიოთურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა იყო
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა...
1732704583
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...
1732701337
საზოგადოებათბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობ...