ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: ეს იყო მიზანმიმართული ალყა, ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ - იმ დროს იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი მათთვის იყო მტერი, რომელიც უნდა ეცემათ, დაესახიჩრებინათ

იმ დროს, იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მათთვის იყო მტერი, რომელიც უნდა ეცემათ, დაესახიჩრებინათ. ის ადამიანიც, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ან ცოცხალია თუ არა, რომელსაც თავი ჰქონდა გადახსნილი და მუქი ყავისფერი მასა იფრქვეოდა, შესაძლოა, ერთ-ერთი იყო, რომელიც შემდეგ მერე სახურავზე „შემოდეს" და თქვეს, რომ დენმა დაარტყა და იმიტომ გარდაიცვალა. იქ დენის დარტყმით არავინ გარდაცვლილა, ყველა ვინც მოკლეს ან დაშავდა, ყველა იყო სააკაშვილის ხელით ნაცემი და სააკაშვილის ხელით მოკლული, - განაცხადა ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
სივსივაძის თქმით, დარბევისას შეგნებულად ჩაკეტეს ყველა გასასვლელი, რომ იქ მყოფ ადამიანებს რუსთაველის გამზირის დატოვების საშუალება არ ჰქონოდათ და ყველა მათგანს სასტიკად გასწორებოდნენ.
„ახლა რომ ვუფიქრდები, ეს იყო შეგნებული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა, სადაც არ დატოვეს გასასვლელი. კინოთეატრ "რუსთაველთან" ჩასასვლელი იყო ჩაკეტილი, პარლამენტის ორივე მხრიდან მოდიოდა სპეცრაზმი, ქაშვეთის მხრიდან ასევე იყო შემოტევა - წყლის ჭავლი, გაზი და ათასი უბედურება. კანცელარიისკენ ამავალი კიბე იყო ჩაკეტილი, პირადადაც ვცადეთ მე და გიორგიმ [მამაცაშვილი] იქ ასვლა და არ აგვიშვეს. რჩებოდა ერთადერთი - თავისუფლების მოედანი, სადაც უზარმაზარი სივრცეა, წარმოიდგინეთ ამ გზის ჩაკეტვას რამდენი სპეცრაზმელი და სამხედრო სჭირდება და ესეც ისე ჰქონდათ ჩაკეტილი, რომ გავლა ვერ მოვახერხეთ. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული ალყა, მიზანმიმართული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ ზოგს როგორ და ზოგს - როგორ. აღარ მინდა ჩვენი მეგობრის დათხრილ თვალზე და სხვათა ჭრილობებზე ვისაუბრო. ეს იყო შეგნებულად გამიზნული ალყა“, - განაცხადა ბექა სივსივაძემ.
კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პირობებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, სადაც ბექა სივსივაძის გარდა, უკვე მოუსმინეს ჟურნალისტებს: გიორგი იაკობაშვილს და ვახო ხუზმიაშვილს.
1747750641
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1747749725
საზოგადოებაღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...
1747746565
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747746264
საზოგადოებალევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...
1747744869
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია
თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...