ბესიკ ბერიტაშვილი: შემოდის ოლეგ ფაცაცია და მაგინებს დედას, დავარტყი, 12-მა კაცმა მცემეს, მერე გადამეკიდა 2-3 დღეში ერთხელ გამოძახება, ჩაიდო გულში, ერთხელ ისეთ დონეზეც მივედი აღარ მინდოდა ყოველდღიური ცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, პოლიტიკური პარტია „ქართული პარტიის“ მძღოლმა ბესიკ ბერიტაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, იმჟამინდელი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად.
„გლდანის ციხეში რომ შემიყვანეს, მე სახეზე არ ვიცნობდი ფაცაციას, რეჟიმის უფროსი იყო ოლეგ ფაცაცია და დასამალი არ მაქვს არაფერი, თან მარტო ვიყავი, „აძინოჩკას“ რომ ეძახიან, კაცი შვილი არ დამხვედრია იქ პატიმარი ვინმეს რომ გავსაუბრებოდი, რომ ვინ ვინ არის. შემოდის ვიღაც, კარები იღება, კარგად მოგეხსენებათ ქართველი კაცის ფსიქოლოგია და სიამაყე და მაგინებს დედას. ვიძახი ვინ არის, რატომ მაგინებს. მეთქი რატომ მაგინებ ძმაო დავიმსახურე? მეორედ შემაგინა და დავარტყი
. შეიძლება არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დავარტყი ოლეგ ფაცაციას. დარტყმა მასე არ უნდაო და 12-მა კაცმა კარგი დრო გამატარებინეს, მცემეს. მერე გადამეკიდა, 2-3 დღეში ერთხელ გამოძახება, ბოდიში და აბანოს ეძახიან გაყვანა, „ის ძველი ბიჭი გამოიყვანეთ“. მეთქი ბიჭო რა შუაშია ძველი ბიჭი - შემაგინე, მოგხვდა ხომ? რა მოხდა? ბავშვობაში არ მოგხვედრია? ერთხელ ვეუბნები და მომხვედრია, მაგრამ შენნაირი კაცისგან არაო. ჩაიდო გულში. ერთხელ ისეთ დონეზეც მივედი აღარ მინდოდა რა, ამომივიდა ყელში ეს ყოველდღიური ცემა, ყოველდღიური შეურაცხყოფა. ერთი სიტყვით არაადამიანურად იქცეოდნენ იქ რა. ასე ექცეოდნენ ყველას“, - განაცხადა ბესიკ ბერიტაშვილმა.
1744872939
ახალი ამბები„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თანაპარტიელი ფიზიკურად გაუსწორდნენ
„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბესიკ ქათამაძეს, თანაპარტიელი ბონდო თედორაძე და მეგობარი, არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკურა...
1744870685
ახალი ამბებიიაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლ...
1744868716
ახალი ამბებიდავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა
დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...
1744867822
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?
საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...
1744866286
ახალი ამბებიპრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?
უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...