ბიძინა კულუმბეგოვი: ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების ორი ძირითადი შესაძლებლობა: შემზღუდავი ღონისძიებები, ან ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატება.
კულუმბეგოვის განმარტებით, მწვანე პასპორტები გარკვეულ იმედს იძლევა, თუმცა მიაჩნია, რომ მისი მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს.
ამ საკითხების შესახებ იმუნოლოგმა, საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
"ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია.
ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს.
ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება…საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს.
მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
🔲 არის სრულად ვაქცინირებული;
🔲 გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
🔲 ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
🔲 ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
ამავე თემაზე:
🔲 დღეიდან, რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ
🔲 რა უნდა ვიცოდეთ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით? - კითხვები და პასუხები
1792353685
მსოფლიოემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. „თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწ...
1792351970
საზოგადოებაშალვა ნიქაბაძე: 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევაზე და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამო, ევროპის მხრიდან არანაირი სანქციები ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც შეშფოთება ყოფილა
აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა, შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპის ქვეყნებში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც საქმე სახელმწიფო...
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...



























