ბოდიში და თვითროზგები არასაკმარისია, უნდა აღიაროს დანაშაული - ბექა მინდიაშვილი
შეიძლება სააკაშვილი პოლიტიკურად მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, შეიძლება ხმა მისცე, ან არ მისცე, მაგრამ მას რა პასუხისმგებლობაც შეეძლო აეღო საკუთარ თავზე, იყო გადადგომა 2007 წელს, და არჩევნებით ხელისუფლების დათმობა 2012 წელს, – ვისთვისაც ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ იქნება არც ბოდიში, არც წამება, არც დახვრეტა – ამის შესახებ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს.
“სააკაშვილის მთავრობის მგონი ყველა წევრმა მოიხადა ბოდიში, – სააკაშვილმაც არაერთხელ მოიხადა ბოდიში და გუშინაც კიდევ ერთხელ დიდი და დასაბუთებული ბოდიში მოიხადა.
იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი ბოდიშების გამო გული ოდნავ მაინც უჩუყდებათ ნაციონალებზე, არ შევხვედრივარ საერთოდ, არც ისინი შემხვედრია, ვისთვისაც ეს ბოდიშები რაიმედ ფასობს – არც ოპოზიციის მომხრეებიდან, არც ხელისუფლების მომხრეებიდან.
ამ ბოდიშების შემდეგ მორალისტი უზნეოები მოითხოვენ აი, რაღაცნაირ გულწრფელ ბოდიშს, გულწრფელი ბოდიშის შემდეგ მოითხოვენ რამე შუა საუკუნეების თვითგვემის მეთოდის გამოყენებას მოსანანიებლად, – ვთქვათ, თვითგაროზგვას; მერე იტყვიან, რომ ბოდიში და თვითროზგები არასაკმარისია, უნდა აღიაროს დანაშაული, რომელიც არაფრით უმტკიცდება, მაგრამ, ჩვენ, მორალურმა უზნეოებმა ხომ ვიცით, რომ დამნაშავეა;
აი, დანაშაულიც რომ აღიაროს და მოსამართლეს მოსთხოვოს სამუდამო პატიმრობა, შემდეგ ისინი იტყვიან, რომ ახლა ისევე უნდა ეწამოს, როგორც სხვები ეწამნენ – ამას ისე არ ვამბობ, ეგრე მსჯელობენ ზუსტად გონიერი, განათლებული და უზნეო მორალისტები.
შეიძლება სააკაშვილი პოლიტიკურად მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, შეიძლება ხმა მისცე, ან არ მისცე, მაგრამ მას რა პასუხისმგებლობაც შეეძლო აეღო საკუთარ თავზე, იყო გადადგომა 2007 წელს, და არჩევნებით ხელისუფლების დათმობა 2012 წელს, – ვისთვისაც ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ იქნება არც ბოდიში, არც წამება, არც დახვრეტა, – შეიძლება რაიმე უფრო პრეადამიანურმა დააკმაყოფილოს – მაგალითად, რკინის ხარში ჩასმამ და ასე ამოწვამ და ამობუგვამ, ან კიდეებამოძრავებულ ჯვარზე დაკვრამ და ნელ-ნელა გაგლეჯვამ, ან საპატრიარქოს ჯიპებზე გამობმამ და თბილისის გარშემო თრევამ, – პრინციპში, ეს უკვე გააკეთეს ნაწილობრივ”, – წერს მინდიაშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დიახ, 1 თებევრლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით-გიორგი ფხაკაძე
🔵სკოლაში სროლას სამი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაჭრილები
🔵საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის-იან სტოლტენბერგი
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...
1791975355
საზოგადოებათორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...
1791973819
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე
ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...
1791972726
საზოგადოებაშიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...
1791972495
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...


























