„ჩემი გადარჩენის შანსი არც ისე დიდი იყო, სიცოცხლე შემინარჩუნეს” – ექიმებმა ქუთაისში 22 წლის პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, პოლონელი ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. 22 წლის პოლონელ სტუდენტს, საქართველოში მოგზაურობისას თავის ტვინის ანევრიზმა გაუსკდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ტურისტს კლინიკაში ოპერაცია 9 საათის განმავლობაში უტარდებოდა და ექიმებმა მისი სიცოცხლე შეინარჩუნეს. ინფორმაციას, „infoimereti.ge“ ავრცელებს.
“საქართველოში ვიმყოფებოდი, თავდაპირველად ქვეყნის დათვალიერებას ვაპირებდით მე და ჩემი მეგობარი, მაგრამ მეორე დღეს სეირნობისას, როდესაც მონუმენტის წინ ფოტოებს ვიღებდით, უეცრად საშინლად ამტკივდა თავი.
ჰოსპიტალში ჩამიტარეს გამოკვლევები, მითხრეს, რომ ტვინში ანევრიზმა მქონდა და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა. ოპერაცია ცხრა საათი გაგრძელდა და საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, ოპერაციამდე ჩემი გადარჩენის შანსი არც ისე დიდი ყოფილა. ახლა ძალიან მადლიერი ვარ იმ ექიმების, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს”, – აცხადებს პოლონელი ტურისტი.
ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ტიპის სერვისების არსებობა რეგიონში ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორც მოსახლეობისთვის ასევე ტურისტისთვის.
“ჩვენს კლინიკაში მას დაუდგინდა მასიური თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეული იყო თავის ტვინის ერთ-ერთი სისხლძარღვის, ანევრიზმის ჩაქცევით. გამსკდარი ანევრიზმა ეს არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დროულ ქირურგიულ ჩარევას, ასევე ის მოითხოვს ქირურგისგან სპეციალურ უნარ-ჩვევებს. ამ ტიპის სერვისების არსებობა რეგიონში ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტისთვის”, – აცხადებს ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე.
წყარო: „infoimereti.ge“
ასევე საინტერესოა:
🔵 „არ ვიცოდი, რომ „დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება“ - გიორგი ფხაკაძე
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...



























