"ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილებაა და არა ურთიერთგანადგურება" - ელენე ხოშტარია შერიგების იდეაზე
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია "შერიგების იდეას" სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ელენე ხოშტარია წერს, მისთვის ამ პროცესში პოლიტიკური და საზოგადოების ცხოვრების წესებზე შეთანხმება იგულისხმება.
"შერიგების" იდეაზე მინდა გაგიზიაროთ კიდე ჩემი დამოკიდებულება.
ეს სიტყვა ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი. ორი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება:
1. თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ. ეს სრული აბსურდია, არც ხალხს სჭირდება და არც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ისეთი განსხვავებები, რომ თუ მოვიტყუებით და უცებ ჩახუტების ფოტოებს დავდებთ ვიქნებით უპრინციპო მატყუარები. ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ, რადგან ამას ძირეული და რეალური მიზეზები აქვს.
2. თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმწიფო კი ფუნქციას დაკარგავს.
რა იგულისხმება ჩემთვის ამ პროცესში:
პოლიტიკური და საზოგადოების ცხოვრების წესებზე შეთანხმება, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია, მაგრამ არ სრულდება:
1. ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილება და არა ურთიერთგანადგურებაა.
დღეს ჩვენ მივედით ისეთ ზღვრამდე, სადაც ხელისუფლება ოპოზიციის ურთიერთობა ეგზისტენციალურ, ფიზიკურ საფრთხეებს უქმნის ერთმანეთს. სიკვდილი დგას ჩვენ შორის, ბოღმა, ჯანმრთელობის დაზიანება და ბევრი უბედურება. საშიშ ზღვარზე ვართ სადაც ორი მხარის ერთ ქვეყანაში ფიზიკური არსებობაა პრობლემა და არა პოლიტიკური. ეს დამღუპველია, არ მხოლოდ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხან ერთი მოერევა ხან მეორე და მუდმივ განადგურებაში ქვეყანა უბრალოდ შემოგვეცლება. ეს დამოკიდებულება ხალხსაც გადაედო, კარგავს ერთმანეთს ხალხი, სცემენ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სპირალიდან უნდა გამოვიდეთ
2. ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულ აზრზეა. აქ ოპოზიციიის დიდ როლსაც ვხედავ. რაც არ უნდა ძნელი იყოს როცა იდევნები, ძალიან მწვავე კრიტიკაც ხალხისგან უნდა აიტანო უპასუხო და ის ხალხი მტრად არ გამოაცხადო. აქ მაგალითის მიცემა, განსხვავებული აზრის ხალხთან ურთიერთობაში ჩვენც შეგვიძლია.
ცხადია ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და ნდობა უდაბლესი. თუ სუსი მოვა გამკოჭავს და მეტყვის შემირიგდიო ეს არა კონსოლიდაცია, არამედ გათელვაა და ამასე წასვლა ოპოზიციისგან სისუსტე და კაპიტულაცია. რამდენჯერაც სუსი მოვა იმდენჯერ დახვდება კედელი და აჯანყება.
რაზე უნდა შევთანხმდეთ მაშინ?
1. თამაშის წესებზე:
დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო.
წინა ცხრა წლისაც და ამ ცხრა წლისაც.
დღეს ერთი მხარე ამბობს მხოლოდ წინა ცხრა წელსო, მეორე ამბობს მხოლოდ ახლაო.
ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით ზუსტად ამ ორი ცხრა წლის შეფასებაზე, არც არის აუცილებელი.
ამაზე უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ დანაშაულის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ჩვენი შეთანხმებით ან ვინაა დღეს ძლიერი იმით, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი.
მაშინ სამართლიანობის განცდაც დავრუნდება და უდანაშაულობის სინდრომიც გაქრება.
პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და აშენდეს დამოუკიდებელი სასამართლოძ ტექნიკურად ეს როგორ მოხდეს სალაპარაკოა და უცხოელების ჩართულობაც საჭირო იქნება.
2. ძალაუფლების განსმაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც დღევანდელი მოცემულობით ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ.
შეიძლება ოცნებაც იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც.
ეს უკვე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება სახე მივცეთ იმ არჩევანს, რასაც ხალხი გააკეთებს, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.
ჩემთვის ეს ორი რამეა მთავარი, რაც ვითარებას შეცვლის.
მზად ვარ მოვისმინო სხვების იდეები ამ პროცესთან დაკავშირებით.
და ზოგადად ეს იდეებიც სამსჯელოა.
მჯერა რომ ოცნება ამაზე წამოვა? არა.
ამის გამო არ ვეცდები, რომ ეს ასე მოხდეს? ცხადია ვეცდები.
ყველაფერს ვიზამ ამისთვის.
ამიტომ მნიშვნელოვანია, მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა ხალხს ვუთხრა, რომ დიახ ჩემი ამოცანა არის ეს და არა უბრალოდ ოცნების განადგურება და მერე ამ უსამართლო სისტემაზე დაპატრონება და მოგებულის პოზიციიდან ვინმეს ჩაგვრა.
აქ საზოგადოებასაც დიდი როლი აქვს, პოლიტიკოსებზე ზეწოლის და იდეების გაზიარების.
ხოდა კიდე, ბევრი რამე, მათ შორის დღეს ოცნება რაზე წამოვა და არ წამოვა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში წყდება, ეგ არ გამოგვრჩეს დიდ სურათში სად ვართ.
პირდაპირ კავშირშია.
"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!" - დაწერა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 დეკემბერს.
გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.
ამავე თემაზე:
🔲 „წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...
1792153362
საზოგადოებაწყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი
სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...



























