„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში! - ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა“!
„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში! - ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა“! - წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში!
პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50 წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო.
რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო.
ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!
ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა!
დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!
სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო.
არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს "შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!
დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!
განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!
წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი.
დღის სხვა ამბები:
1791982196
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...
1791980295
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...
1791977521
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...
1791975355
საზოგადოებათორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...


























