დავით ჩიხელიძე „მეგობარი აქტზე“: კანონად რომ იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით?

დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „მეგობარი აქტის“ თაობაზე.
როგორც მან აღნიშნა, აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
„სენატის კომიტეტზე, ე.წ. მეგობარი აქტის მიღებულ აღფრთოვანებას ოპოზიცია-ენჯეო ელიტის და მათ მიერ მოტყუებულთა უინტელექტო მასაში ცივი წყალი უნდა გადავასხა. უპირველესად, დაჯექით და წაიკითხეთ ეგ აქტი? ისემც რა გითხარით კითხვა არ გაგიჩნდათ, რაში სჭირდება აშშ-ს პრეზიდენტს სადმე სანქციების დასაწესებლად სპეციალური კანონი? ტრამპს დღესვე შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას დაუწესოს სანქციები სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად რას გკარნახობთ ლოგიკა? (სად გაქვთ თორემ) - უილსონის თეატრი პოლიტიკური ზეგავლენის მიზნით. აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით? ისემც რა გითხარით. დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ. ყველაზე სასაცილო მაგ აქტიდან - დაევალოს USAID ს 90 დღეში წარმოადგინოს წინადადებები, როგორ დაეხმარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასო.
ჯერ ერთი, საწყალმა უილსონმა ეტყობა არ იცის ფულში რომ იხრჩობა აქ ელიტარული ენჯეოსექტორი და იქით დაეხმარება, ან შეიძლება ზუსტად ეგ გათვლა აქვს. მეორეც, სანამ ეგ აქტი კანონად იქცევა, თუ იქცევა როდისმე, იქიდან კიდევ 90 დღე დაამატეთ, მაგდენი ხანი USAID საერთოდ იარსებებს ან საქართველოში დასახარჯი ფული ექნება? თაღლითების კორპორაცია ხართ საკუთარი მფარველებიანად“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1743409686
საზოგადოებასოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი იქნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...
1743409487
საზოგადოებათეა წულუკიანი: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის საქმიანობებს
მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისი...
1743409319
საზოგადოებათეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამ თემაზე შენიშვნას არ მივიღებთ, ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და...
1743408340
ახალი ამბებიშსს-მ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შსს-ს მანქანის დაზიანების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერა...
1743407928
საზოგადოებაBritish Airways-ის წარმომადგენელი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია
„მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლ...