დავით ჩიხელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის ბუტა რობაქიძის მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა. ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.

მისი თქმით, სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის (ბუტა რობაქიძის) მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა, ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა.

სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა საქმის გაყალბება და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადება. თუმცა ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ბაშალეიშვილი მხოლოდ პაიკი იყო, დამკვეთები და საქმის მასალის გამყალბებლები კი სასჯელის გარეშე დარჩნენ, ასევე საგულისხმოა, რომ ბაშალეიშვილის დაკავება მოჩვენებითი იყო, რადგან მას ფაქტობრივად სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს (4 წელი) და არა ის სასჯელი რომელიც რეალურად ეკუთვნოდა (15 წელი).

სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო, დანაშაულის, რომელიც რიგ შემთხვევაში არაადამიანურ მოპყრობას, ადამიანის ქუჩაში დახვრეტას, ქონების ჩამორთმევას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს და ა.შ. მოიცავდა.“ - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი

1744976956

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...

ნინო წილოსანი

1744975039

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...

ნინო წილოსანი