დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი: ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს

მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა „ნაციონალების“ მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი - პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება, - განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

მისი თქმით, დავით ცინდელიანი, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ქუთაისში, სადაც ის გაიტაცეს, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს.

„მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალების მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი - პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი, დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. როგორც შევიდნენ ქუთაისი, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდა გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან, პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750339326

სპორტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი

1750338677

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7276 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1750338072

მსოფლიო

ბუდაპეშტის ლიბერალი მერი: აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა გაიმართება

„ბუდაპეშტის მერია 28 ივნისს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობას ჩაატარებს და დღის მთავარ ღონისძიებად აქცევს“, - წერს Facebook-ზე ქალაქის ლიბერალი მერი გერგეი კარაჩონი. მან პირობა დადო, რომ მიუხედავად წინააღ...

ბუდაპეშტის ლიბერალი მერი

1750337177

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. „საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…თვითმმართველობის არჩ...

მამუკა მდინარაძე

1750336659

სპორტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი...

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი