დღეიდან, 17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება
დღეიდან, 17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრება:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. ამ შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 24 საათი. იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაცია იქნება 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება;
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, პლუს, სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის გამოყენება.
იზოლაციის ვადები მცირდება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც:
ვაქცინირებულები (როგორც ორი დოზით, ისე ბუსტერით ვაქცინირებული პირებისთვის) აცრიდან 90 დღის განმავლობაში კონტაქტის შემთხვევაშიც კი არ საჭიროებენ კარანტინს.
კოვიდაგატანილი პირებისთვის, ინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე, კარანტინში ყოფნა აუცილებელია კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც მკაცრი რეკომენდაციაა პირბადის ტარება.
რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, ისინი კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში, მე-9, მე-12 დღის განმავლობაში კი აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგი საკითხების დაზუსტება პროტოკოლის შესაცვლელად.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵და მაინც რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს
🔵აბსოლუტურად გამორიცხულია ვადაგასული "ფაიზერი" გამოყენებაში მოხვდეს - თამარ გაბუნია
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...































