დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა

დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი მწერალი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან.
მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი „იყო ერთი ქალი“, 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინო სცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ქართველი მწერალი 2011 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. იგი სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოშია დაკრძალულია.
1751829608
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპელ ბიუროკრატებზე: აღარ ერიდებიან მოქალაქეების შანტაჟს, ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც
„ძალიან ხშირად ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველო აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ვთქვათ არ აკეთებენ დასავლური ქვეყნები, ან მიუღებელია დასავლური ინსტიტუტებისთვის თუ დასავლეთისთვის“, - ამის შესახებ საქარ...
1751826495
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს
„კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მშვიდობის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოცხადების თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1751825927
ახალი ამბებიშს სამინისტრო გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შს სამინისტრო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ...
1751825381
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ოპონენტებს აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%, ამ კამპანიებმა შედეგი ვერ გამოიღო
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - ამის შე...
1751823809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რამ გამოიწვია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა
ყველა საერთაშორისო შემფასებლის დასკვნით და პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველო ავანგარდშია ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის ანგარი...