დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა- ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა - ირმა ინაშვილი
„დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა- ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა. ჩვენმა წერილებმა და მიმართვებმა შეიტანეს“,- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
„თვეების წინ, როცა ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობდით ომში საქართველოს ჩათრევის საშიშროებაზე, "ქართული ოცნების" სპიკერთა ნაწილი გამყიდველებს გვეძახდა. ახლა თვითონ გვარწმუნებენ, რომ ეს საფრთხე რეალური იყო და ომი აგვაცილეს თავიდან! ცნობისთვის: საფრთხე კვლავ რეალურია და კარგი იქნება, თუ თვითდამშვიდებას არ მივეცემით!
ომის დაწყებისას საჯაროდ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ: უზომოდ განვიცდით უკრაინელების ტრაგედიას და ამასთან, ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მეგობარი კი არა, ნაცმოძრაობის მეგობარია და "ქართული ოცნების "დიადი" სპიკერები კვლავ გვარწმუნებდნენ, რომ ეს, თურმე, მცდარი თეორიაა. როცა ზელენსკის მთავრობამ მთელი "ქართული ოცნების" ელიტა უუნაროდ, პრორუსად და მხდალად გამოაცხადა და მეტიც, ყოველდღიურად მოუწოდებენ და უბიძგებენ საქართველოს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ, ახლა ჩვენი თეორია, თურმე, მცდარი არ ყოფილა!
ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა მოღალატეობააო, ესეც "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპერიდანაა, მაგრამ დაიმახსოვრეთ: სულ მალე მოისმენთ, რომ ნეიტრალიტეტი, თურმე, "ქართული ოცნების" ბრძოლისა და შემოქმედების ნაყოფი ყოფილა. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე მგზნებარე კომენტარებს ის გია ვოლსკი გააკეთებს, რომელიც ჩვენს ვიზიტს მოსკოვში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებდა და მჭმუნვარე სახით ნატოს უალტერნატივობას ამტკიცებდა. საოცარი თეზისი დაბადეს - აი, ნატოს ღია კარი მარადიულად ღია რომ იყოს და კარში არავინ შეგვიშვას, ესეც დიდი მიღწევააო.
ახლა პირველად ჩემს ცხოვრებაში, მინდა რაღაცა საკუთარ თავზეც ვთქვა: დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა- ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა. ჩვენმა წერილებმა და მიმართვებმა შეიტანეს. მოსკოვში იმ პერიოდში ვიყავით, როცა ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ხვდებოდა. იქაც მშვიდობაზე იყო ლაპარაკი, მძიმე ლაპარაკი... და ჩვენც (ჩვენი შეხვედრების ფორმატში) მშვიდობისთვის ვშრომობდით. ჩვენი ქვეყნისთვის ვშრომობდით!
და ბოლოს, უკრაინაში უბედურება ტრიალებს!
უკრაინა იხლიჩება! ვერანაირი ნატო ვერ და არ დაეხმარა უკრაინას! არსად არც შეიყვანეს და არც გააწევრიანეს. სამაგიეროდ, აქეზებდნენ და აქეზებენ! გაუბედურდა ხალხი, იშლება ქვეყანა და მდიდრდებიან სამხედრო ელიტები. უკრაინის მთლიანობა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა ჭიდილს ეწირება და ეს არ უნდა მოხდეს საქართველოში!!! ყველამ ჩვენ ჩვენი ფლანგიდან უნდა ვიმოქმედოთ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, არაა საჭირო მოღალატის ძახილი. არაა საჭირო დაქოქო სახელისუფლებო არხები და არჩადენილ დანაშაულში დამადანაშაულო, რასაც აკეთებდა "ქართული ოცნება" ჩვენთან მიმართებაში. არასწორი, არამართალი საქციელია.
მოღალატეობა ისაა, რაც კოდორსა და ახალგორში მოხდა- ქართული მიწები უომრად გაყიდეს! მშვიდობისათვის ბრძოლა არაა მოღალატეობა.
მძიმე დროა. სიფრთხილე და გონიერება გვმართებს! არავის არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი და არ უნდა დავაშლევინოთ ქვეყანა“,- წერს ირმა ინაშვილი
ასევე წაიკითხეთ:
🔵ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ჩვილი არ ითვლებოდა ადამიანად - თამარ ჩერგოლეიშვილი
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...































