ერთიანი ნეიტრალური საქართველო: საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოძრაობა შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე.
„ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი, მას მუდმივად სჭირდება დაცვა და განმტკიცება. უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე ხდება ორგანიზებული შეტევა, რათა კვლავ პროქსი-სახელმწიფოდ გვაქციონ და ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუნდაც ეს ჩვენი ფიზიკური განადგურების ხარჯზე მოხდეს. ამის ნათელი მაგალითი უკრაინაა და აქ დიდხანს აღარ შევჩერდებით.
წლების განმავლობაში, ვერც არჩევნებით, ვერც გარედან დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციური მცდელობებით, ვერც სანქციებით, ვერც შანტაჟითა და მუქარით მოახერხეს მიზნის მიღწევა. გვახსოვს, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა; გვახსოვს მსხვერპლზე საუბარი და არა მხოლოდ − ცეცხლმოკიდებული რუსთაველი ვიხილეთ კიდეც; გვახსოვს განცხადებები ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც საპროტესტო განწყობების გაზრდისთვის უნდა გამოყენებულიყო. ყოველდღიურად ვხედავთ თავდასხმებს დეპუტატებსა თუ სხვა პირებზე. ვნახეთ ახალ წელს, როგორ აგვარიდა ხელისუფლების გონივრულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი დაპირისპირება. სამწუხაროდ ანალოგიური განმეორდა 9 აპრილს, როდესაც კომკავშირის მდივნებმა და როდიონოვის იდეურმა მემკვიდრეებმა, 9 აპრილის მონაწილეები, ასევე რიგითი მოქალაქეები არ მიუშვეს მემორიალთან.
ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, ახლა უკვე 26 მაისს გეგმავენ მორიგ ეპიზოდს. საჯაროდ ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარი განცხადებებით, რეზოლუციებით და სხვა ქმედებებით მუდმივად თავს ესხმიან და არაფრად აგდებენ ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტის“ „ლიდერი“ სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა აშშ-ის საელჩოში, სადაც ხანგრძლივი აუდიენცია გამართა ელჩ დანიგანთან. აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ასევე სხვა წევრი სახელმწიფოების ელჩების მხრიდან ძალადობის და აგრესიის მუდმივ წახალისებაზე.
გასაგებია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები არ აპირებენ უარი თქვან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევის გეგმაზე, ისინი ბოროტად სარგებლობენ ქართველი ხალხის მოთმინებით, ასევე ხელისუფლების რაციონალური მიდგომებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველივე ეს მათში აჩენს დაუსჯელობის განცდას და 26 მაისს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელი მათი პატრონების უშუალო მონაწილეობით მორიგ სახიფათო პროვოკაციას გეგმავს.
მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, რაც თავის მხრივ, ამ დიდი მონაპოვრის დაცვა და ეროვნული ღირსების საკითხია.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1748174558
საზოგადოებაბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა
ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...
1748174429
საზოგადოებალეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი...
1748172636
სპორტიისტორიაში პირველად - საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს პარაკანოეში. საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დ...
1748168295
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიის წარმომადგენლებს შეხვდა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა სლოვენიის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრისას მხარეებმა დე...
1748165868
საზოგადოებაპროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლიიარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებისფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...