დავით სონღულაშვილმა პარიზში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. სესიას 20-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.
დავით სონღულაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ყურადღება ვეტერინარებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების ზრდის და შესაძლებლობების გაძლიერების, დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას თანამშრომლობისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რითაც ჩვენს კუთვნილ წვლილს შევიტანთ მსოფლიოში ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვაში, რაც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების და უვნებლობის სისტემების, ასევე ზოგადი კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტერიალის ფარგლებში, ესპანეთის, საფრანგეთის, კენიის, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდა.
ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (WOAH) 183 ქვეყანას აერთიანებს.
საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული.
მინისტრთან ერთად შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია ესწრებოდა.
1748182681
მსოფლიორომის პაპი - გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული
გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავის...
1748180594
საზოგადოებამეუფე შიო: ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში...
„ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში.... ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში... ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმ...
1748177225
საზოგადოებადამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიცი...
1748175306
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!
საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება!...
1748174558
საზოგადოებაბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა
ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...