ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამართულ რიგით, მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმზე.
გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა საგადასახადო სფეროში ისტორიული აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნების მთავრობებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მნიშვნელობას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყოველთვის ასრულებდა არსებით როლს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და ეს ტრადიცია გრძელდება დღესაც.
„ძლიერი ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელებით, რაც საქართველოს დინამიურ და ინვესტორებისადმი კეთილგანწყობილ ეკონომიკად აქცევს, ფისკალური დისციპლინის განუხრელი დაცვის პარალელურად, საქართველო ინარჩუნებს საგადასახადო სისტემას, რომელიც დაბალ საგადასახადო განაკვეთებს უახლეს ინოვაციებთან — მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების თანამედროვე მიდგომებს — უთავსებს. ამავე დროს, საქართველო მუდმივად მიისწრაფვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და დამცავი მექანიზმების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისაკენ, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის, პოსტპანდემიურ და მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების პერიოდში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რამაც უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება. საუბარი, ასევე, შეეხო ინვესტიციებს ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორებიცაა საგზაო, საპორტო, ენერგო გადამცემი ხაზებისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებები.
მან, ასევე, ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლების მობილიზაცია და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები. ჩვენი მომავალი მიდგომის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა ქვეყნის პირველი შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგია (2025–2030 წწ.). გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაახლა და გამოაქვეყნა სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის, რომელიც განაგრძობს რეფორმების სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს ჩვენს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა: საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიურ ჩარჩოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო არის ევროკავშირის საგადასახადო პროგრამის (FISCALIS) სრულუფლებიანი წევრი, ქვეყანა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის, ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდაევროპული ორგანიზაციის (IOTA), ასევე „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციათა გაერთიანების (BRITACOM) აქტიური წევრია.
„როგორც შემოსავლების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ახლა კი ფინანსთა მინისტრს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად მესმის საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას შორის სინერგიის მნიშვნელობა. ეს ფორუმი გთავაზობთ კარგ შესაძლებლობას, გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და ფორუმს წარმატებები უსურვა.
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...
1744975039
ახალი ამბებინინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ
გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...