გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - რთულია თქვენთვის, ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს-ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”.

დეპუტატის თქმით, ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

„ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს. ვერ იმღერებ ისეთ მომღერლთან ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად. ქართული მუსიკა ისევე როგორც ჩვენი კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვრულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას”, - წერს გაბუნია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791637105

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა

„ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე

1791635771

საზოგადოება

პრემიერი: ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია, ისინი სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები - რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი

„ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტ...

ირაკლი კობახიძე

1791635113

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას

„ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა,...

ირაკლი კობახიძე

1791632125

საზოგადოება

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას, ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის არასდროს უჭერდა მხარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა თუ სხვა ძალადობრივ მოვლენებს. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ დაუსვა კითხვა, რომ როდესაც 4 ოქტომბრის...

პაველ ჰერჩინსკი

1791630334

საზოგადოება

ილჰამ ალიევმა საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამის შესახებ „რეპორტი“ იუწყება. ალიევმა...

ბაქო