"გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო.
"თავისუფლება მიშას", - ეს არის აქციის მთავარი სლოგანი, რომელიც ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციის, პარალელურად დაიწყო.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, აქციები იქნება პერმანენტული, რომელიც სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
"ყოველ დღე ვიქნებით აქ, რუსთავის ციხესთან და გავმართავთ აქციას. ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაუშვებენ ციხიდან. "თავისუფლება მიშას", ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, აქციებს გავმართავთ ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორია კარვების ქალაქად იქცეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
🔵 ნიკა მელია დღეიდან აქციების დაწყებას აანონსებს
🔵 "წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საზოგადოებას
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...


























