გახარია 20 ივნისის მოვლენებზე: მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს

ბატონი ჭოლაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იმ ოთახში, საიდანაც თქვენ მართავდით ამ ოპერაციას და ბრძანებებს გასცემდით და ინფორმაციებს იღებდით, იქვე დივანზე ჩამომჯდარი გყავდათ გერმანიის ელჩი, ტყუის?- ამ კითხვით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

გახარიამ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანი დავალებების გასაცემად გადიოდა სხვა ოთახში.

„არა, მაგ ოთახიდან მე არაფერს არ ვმართავდი. მე მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ, როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი, გავდიოდი, იქ იყო სხვა ოთახიც“, - განაცხადა გახარიამ.

თეა წულუკიანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იმ ოთახიდან იმიტომ ხომ არ გადიოდა, რომ იქ გერმანიის ელჩიც იყო, გახარიამ უპასუხა, რომ არა მარტო გერმანიის ელჩი, არამედ სხვა ბევრი ადამიანი იყო იქ.

„არა, იმიტომ, რომ იქ ბევრი სხვა ადამიანებიც იყვნენ, ელჩიც იქ იყო, ბევრი ადამიანი იყო, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ვიღაცა დეპუტატები შემოდიოდნენ, ვიღაცები გადიოდნენ, ბევრი იყო, მაგრამ იმ ოთახს ჰქონდა უკანა ოთახი, საიდანაც მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს. იმ ოთახში ბევრი ადამიანი იყო, იქიდან მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა, ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას პასუხს თეა წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა: „ისე მშვენივრად მართავდით იმ პატარა ოთახიდან, რომ თვალებიც დათხარეთ გოგოებს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751651151

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...

თენგიზ შარმანაშვილი

1751649326

საზოგადოება

გიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...

გიორგი შარაბიძე

1751648299

საზოგადოება

თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...

თემურ ჭყონი

1751646701

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...

პრემიერ-მინისტრი

1751643892

საზოგადოება

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....

 გადაუმოწმებელი ინფორმაცია