განათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწავლო პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა, ხოლო ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.

რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას.

შესაბამისად, ვიმედოვნებთ, სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732620344

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ხვალ, 27 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტე...

წყალი შეწყდება

1732613393

საზოგადოება

ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა

ფიზიკური თერაპევტი ალექსი ბიძიშვილი, რომელიც თურქეთში, სტამბულის კლინიკაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ...

ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა

1732612230

სოციალური მედია

„მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო მყავს!“ - ლაშა ბექაური

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ცოტა ხნის წინ მშობლიურ სოფელში თავისი სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნა. სასიხარულო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებისგან უამრავი დადებით...

 ლაშა ბექაური

1732609704

ახალი ამბები

ბოლნისში ქორწილზე დაწყებული კონფლიქტი 10 ადამიანის დაჭრით დასრულდა - დაკავებულია 2 ადამიანი

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ხელჩართული გარჩევის დროს 10 ადამიანი დაჭრეს. არსებული ცნობით, კონფლიქტი საქორწილო დარბაზში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. როგორც ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამი...

შემთხვევები

1732608375

სპორტი

„ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები... უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს?“ - გიორგი მიქაუტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნ...

 გიორგი მიქაუტაძე