„2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება“ - ირაკლი ჩიქოვანი
2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე.
„საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო წლებთან შედარებით, დაახლოებით, 70%-იანი მატებაა. 2025 წელს ჩვენი სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც.
„დავიწყეთ მახათას მთაზე მშენებლობის მეორე ეტაპი. პრაქტიკულად, დასრულებულია მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები. კიდევ, დაახლოებით, 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეძლებს შეღავათიანი პირობებით საცხოვრებლის შეძენას“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, აქტიურად ხორციელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს ჯარისკაცის კვების, სამედიცინო და სადაზღვევო პირობები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
1732626010
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწა...
1732623833
სპორტისაქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება
მე-11 მოწვევის პარლამენტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1732620344
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 27 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტე...
1732613393
საზოგადოებაფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
ფიზიკური თერაპევტი ალექსი ბიძიშვილი, რომელიც თურქეთში, სტამბულის კლინიკაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ...
1732612230
სოციალური მედია„მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო მყავს!“ - ლაშა ბექაური
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ცოტა ხნის წინ მშობლიურ სოფელში თავისი სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნა. სასიხარულო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებისგან უამრავი დადებით...