ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებებსა და ვადებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები.

„პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილება პარლამენტმა დღეს მიიღო.

წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.

პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732626010

საზოგადოება

განათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწა...

განათლების სამინისტრო

1732623833

სპორტი

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება

 მე-11 მოწვევის პარლამენტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შ...

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება

1732620344

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ხვალ, 27 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტე...

წყალი შეწყდება

1732613393

საზოგადოება

ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა

ფიზიკური თერაპევტი ალექსი ბიძიშვილი, რომელიც თურქეთში, სტამბულის კლინიკაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ...

ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა

1732612230

სოციალური მედია

„მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო მყავს!“ - ლაშა ბექაური

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ცოტა ხნის წინ მშობლიურ სოფელში თავისი სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნა. სასიხარულო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებისგან უამრავი დადებით...

 ლაშა ბექაური