პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მიმართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
ცესკოს განცხადებით, უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით:
„აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას.
ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1732626010
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწა...
1732623833
სპორტისაქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება
მე-11 მოწვევის პარლამენტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1732620344
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 27 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტე...
1732613393
საზოგადოებაფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
ფიზიკური თერაპევტი ალექსი ბიძიშვილი, რომელიც თურქეთში, სტამბულის კლინიკაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ...
1732612230
სოციალური მედია„მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო მყავს!“ - ლაშა ბექაური
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ცოტა ხნის წინ მშობლიურ სოფელში თავისი სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნა. სასიხარულო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებისგან უამრავი დადებით...