გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებული სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულების კუთხით.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს WTO-ს იმ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას.

„თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი ჩვენი მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მუდმივ მონაწილეობას საზღვაო რესურსების მდგრადი და პასუხისმგებლობიანი გამოყენების საერთაშორისო ჩართულობაში. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების კოლექტიურ ძალისხმევას ამ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას მისი ეფექტური განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმებით, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, დაბალი იმპორტის ტარიფებითა და მინიმალური არასატარიფო რეგულაციებით, აგრეთვე აგრძელებს სწრაფვას, შექმნას პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებები როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა მსხვილ ბაზრებთან, საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე წვდომის გაზრდილ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე და ხელი შეუწყვეს მის სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.

აღსანიშნავია, რომ თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება 2022 წლის 17 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე მიიღეს. შეთანხმების მიზანია მეთევზეობის სექტორში აიკრძალოს სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორი, ნგოზი ოკონჯო ივეალა საქართველოში, თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე

1747742848

საზოგადოება

ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს

რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...

ალბი კორძაია

1747742382

ახალი ამბები

დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილ...

დავით სარაჯიშვილის გამზირი

1747741188

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს ფუჭია

„ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია“, - ას...

ლევან მახაშვილი

1747739697

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

„ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაც...

ლევან მაჭავარიანი