გიორგი აბდალაძე: ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც - აი, 37 წელი იყო ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია

ფეისბუკზე ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც - აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, - განაცხადა ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.
აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეცვალა და ამით უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.
„დღევანდელ დღეს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში დღეს ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
1746000322
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: განსაკუთრებული დღეა - საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი
„დღეს განსაკუთრებული დღეა — საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გ...
1745999971
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან
ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტ...
1745999817
საზოგადოებაგიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს. აბდალაძის თქმით, მათთან...
1745998713
საზოგადოებამარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. აღნ...
1745998396
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას
დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივ...