ირაკლი კობახიძე: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას

დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.

პრემიერმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.

„ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746004685

საზოგადოება

სუბარი გიორგი აბდალაძეს: ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი - თქვენი ეს ფოტო რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვ...

სოზარ სუბარი

1746004103

საზოგადოება

2025 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში

2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილის), გადამუშავებული კაკლოვანი ხილის და თესლოვანი ხილ...

 კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი

1746003757

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება - ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების - დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულ...

ირაკლი ჩიქოვან

1746001448

საზოგადოება

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პრ...

გიორგი აბაშიშვილი

1746001389

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე

სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი (50%-მდე), საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებუ...

 ირაკლი ჩიქოვანი: