გიორგი ჭოლაძე 20 ივნისის მოვლენებზე: სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზედაც აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. ხალისიანი განწყობა ჰქონდა

რაც შეეხება დეპუტატებს, გახარიამ ისიც ახსენა ახსნა-განმარტების დროს აქ მახსოვს, რომ მე ვასულიერებდი მათო. გულწრფელად ვამბობ, მე მისი მოსულიერებული არავინ მინახავს, არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებული, მაგისთვის ეცალა?! იქ უბრალოდ მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია, - განაცხადა გიორგი ჭოლაძემ, საგამოძიებო კომისიაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც იმჟამად პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
გიორგი ჭოლაძის განცხადებით, როდესაც სროლა დაიწყო სოზარ სუბარი შემოვარდა ოთახში სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა და ჰკითხა თუ რა უბედურებას აკეთებდა, რაზედაც გახარიამ მიუგო, რომ „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებდნენ.
„ოთახ-ოთახ დავრბოდიო, არც ოთახ-ოთახ მისი სირბილი არ მინახავს, მე ოთახ-ოთახ ვნახე როგორ დარბოდა სოზარ სუბარი. იმ ოთახიდან ძალიან ცუდად ჩანდა ის მიმდინარე პროცესები, სოზარი გადიოდა მახსოვს და იყურებოდა იქ რა ხდებოდა. ერთი მომენტიც მახსოვს უკვე სროლა რომ დაიწყო, სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და უთხრა რა შვრები, რა უბედურებააო და აგდებულად უპასუხა გახარიამ ეგ ძველი კადრებია, ოპო ტელევიზიები ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა გახარიას, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ“, - განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
1750341164
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ნატოს მომავალ სამიტზე: სანამ განცხადებებს გააკეთებენ, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით
„სანამ განცხადებებს გააკეთებენ, როცა გააკეთებენ განცხადებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1750340163
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1750339895
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: შემოვიდა დაპირისპირების, ლანძღვის და ზიზღის ისეთი ფორმები, რომლებიც არც საქართველოს კულტურას, არც მის ისტორიას არ ახასიათებს და მის მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის
მმართველი გუნდის შეფასებით რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო უსამართლოა და საქართველოს მიმართ გარე ძალების დამოკიდებულებას ასახავს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის აზრით, „შემ...
1750339326
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...
1750338677
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7276 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...