გივი მიქანაძე: სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება

სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის, ქართული ენის გაძლიერება, ამიტომ ახალი სასწავლო წლიდან ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში აღდგება.

„მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობას წარმოადგენს, რომ 2005 წელს მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, მოხდა საბაკალავრო სასწავლო პროცესიდან ქართული ენის ამოღება. ის სავალდებულო წესით ისწავლებოდა ყველა სპეციალობის ქართულენოვან სექტორზე და მოხდა მისი ამოღება. ეს იყო ქართული ენის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ეს არ იყო ერთადერთი ნაბიჯი. ამას გარდა მაშინ გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, პარლამენტში აღარ შეიქმნა ქვეკომიტეტი, რომელიც სახელმწიფო ენაზე იყო უშუალოდ ორიენტირებული. გაუქმდა ენის პალატა და ბევრი სხვა აქტივობა განხორციელდა, რომელმაც, რა თქმა უნდა შეზღუდა, პირდაპირ შეტევა მიიტანა მიზანმიმართულად ქართული ენის ცნობიერების ამაღლებაზე.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში პირველი, რაც გაკეთდა 2013-14 წელს შემუშავდა სახელმწიფო ენის კანონპროექტი, რომელიც 2015 წელს კანონის სახით იყო მიღებული და დამტკიცდა. 2019 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მოხდა იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაბრუნება, როგორც მთავარი სასწავლო სახელმძღვანელოს დაბრუნება სასწავლო პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, რომლის ინიციატორებიც იყვნენ მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და წამყვანი ენათმეცნიერები, რომ ქართული ენის სწავლება გავაძლიეროთ, გავაფართოოთ უმაღლეს სასწავლებლებში.

ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის უფრო გაძლიერებისთვის, უფრო მეტად დამკვიდრებისთვის. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები ეროვნულ უმცირესობებში. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა კვლევებით, რომ 93% უკვე კარგად ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას, თუმცა ამას სჭირდება უფრო მეტი გაძლიერება. მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის, საკუთარი სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს სრული მზაობა და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ეს საკითხი იყოს მიღებულ და მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746471924

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...

ვიქტორ ორბანი

1746469673

საზოგადოება

ლევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე

„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...

ლევან ჭოტორლიშვილ

1746469475

სპორტი

თორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...

თორნიკე შენგელია

1746465398

საზოგადოება

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 დროებითმა საგამოძიებო კომისია

1746463730

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...

დავით დოიაშვილი