ლევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე

„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამოკიდებული ხალხი, კლუბური სუბკულტურები. ჟურნალისტები. არასამთავრობო სექტორი. ეკოლოგიკური მოძრაობა. მასკულტურა, არტისტები. ეს ძალები პერიოდულად მონაცვლეობით გამოჰყავდათ პოლიტიკურ სცენაზე“,- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, ერთადერთი წარმატებული თემა იყო ეკოლოგიური პროტესტი, ნამახვანი. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე. გლობალისტებმა დაინახეს, რომ ეკოლოგიური პროტესტი შეიძლება გადაზრდილიყო ნაციონალიზმში და ძალაუფლებაში მოეყვანა გლობალისტებისთვის კიდევ უფრო არასასურველი ძალები ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება.
მისივე თქმით, მთავარი საკითხი რას უნდა ველოდოთ მომდევნო პერიოდში: ან გლობალისტები გააგრძელებენ გაბანკროტებული ძალების მხარდაჭერას ან გადაეწყობიან სოციალურ თემატიკაზე და შეეცდებიან სოციალური ამბოხებების მოწყობას.
„მიუხედავად იმისა რომ დაპირისპირებაში საქართველოს მხარეს ვარ, პროცესებს მაინც გარედან ვაკვირდები, უშუალოდ არ ვარ ჩართული. შესაბამისად შემიძლია ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან ვილაპარაკო: რეალური დაპირისპირება დაიწყო 2019წ. დაპირისპირებაში დიფსტეიტი (თუ ამერიკის პრეზიდენტის ტერმინი არ მოგწონთ, მოვიხსენიოთ გლობალისტებად), იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს (ფინანსური, პოლიტიკური და მედია მხარდაჭერა). ეს ძალები იყო:
ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები.
ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამოკიდებული ხალხი,
კლუბური სუბკულტურები.
ჟურნალისტები.
არასამთავრობო სექტორი.
ეკოლოგიკური მოძრაობა.
მასკულტურა, არტისტები.
ეს ძალები პერიოდულად მონაცვლეობით გამოჰყავდათ პოლიტიკურ სცენაზე. როგორც ვხედავთ ამ ჩამონათვალში ვერ ვხედავთ ნაციონალისტურ ჯგუფებს, მემარჯვენე რადიკალ საფეხბურთო ფანატებს. ეს განასხვავებს საქართველოს უკრაინული მაიდანის სცენარიდან და ამ განსხვავებას აქვს თავისი მიზეზი. საქართველოს სამი ათასი წლის ისტორია გააჩნია. ძველია ქართული ნაციონალისტური ნარატივი. მესამე რაიხის სიმბოლიკა, ევგენიკა, რასობრივი თეორიები უცხოა ქართული ნაციონალიზმისთვის. ქართული ნაციონალიზმი კავშირშია ტრადიციულ ღირებულებებთან, კონსერვატიზმთან, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს ხაზი უახლეს ქართულ პოლიტიკაში უკავშირდება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. ევროპული ანალოგი არის ძმები კაჩინსკები და მათი დაარსებული „კანონი და სამართლის“ მოძრაობა.
ამ ძალებს გლობალისტები მტრულ ძალებად თვლიან. შესაბამისად არ უჭერენ მხარს. მეორე ძალა, რომელსაც გლობალისტები დღემდე არ იყენებდნენ არის სოციალური პროტესტი და ღარიბი ფენა. გლობალისტები ამ ძალებში ხედავენ პრორუსულობას, სენტიმენტებს საბჭოთა კავშირის მიმართ. ამის გარდა სოციალური თემატიკის გაღვიძება შეიძლება გლობალისტებს ბუმერანგივით მიუბრუნდეთ და ეს ლიბერალურ ფინანსურ ოლიგარქიას არ უნდა.
დღემდე გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის იტორიული ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე და ის თუ რაში უპირებდნენ ჩათრევას. ერთადერთი წარმატებული თემა იყო ეკოლოგიური პროტესტი, ნამახვანი. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე. ამასთანავე გლობალისტებმა დაინახეს რომ ეკოლოგიური პროტესტი შეიძლება გადაზრდილიყო ნაციონალიზმში და ძალაუფლებაში მოეყვანა გლობალისტებისთვის კიდევ უფრო არასასურველი ძალები ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება.
ამიტომ პროექტი დახურეს. მთავარი საკითხი რას უნდა ველოდოთ მომდევნო პერიოდში: ან გლობალისტები გააგრძელებენ გაბანკროტებული ძალების მხარდაჭერას ან გადაეწყობიან სოციალურ თემატიკაზე და შეეცდებიან სოციალური ამბოხებების მოწყობას, არ არის გამორიცხული კვლავ ეკოლოგიური პროექტების გააქტიურება. იმედია ხელისუფლება ამას ხედავს და ემზადება.
სოციალური სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ბრძოლა მონოპოლიებთან, ინფლაციასთან, კორუფციასთან, მეტი სამართლიანობა, წარმოების განვითარება ხელშეწყობა. სოციალური პროტესტის განეიტრალება შეუძლებელია მხოლოდ ინტელექტუალების და უკეთესი პიარტექნოლოგიების საშუალებით. მატერიალური შედეგებია საჭირო,“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
1746471924
მსოფლიოვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე
ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...
1746469475
სპორტითორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...
1746465398
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1746463730
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან
სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...
1746459948
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება
„დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევ...