ლევან გიგინეიშვილი: არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს - თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი

არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს, - განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ამბობს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიმართლედ არ მიიჩნევს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებსაც მისი ლოზუნგების არ სჯერათ.
„[ზურაბიშვილი] იმას ამბობს, რაც ქართველი მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ არ არის მართალი. არჩევნების გაყალბებას იძახის და თან თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები ეგრევე, დაუსაბუთებლად. რომ გამოცხადდა შედეგები, ხან ერთი რაღაც თქვეს, ამის გამო გაყალბდაო, ხან - მეორე, ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან. მერე ლაქაზე თქვეს, რაღაც სისულელე, ლაქის გაჟონვაზე. ეუთო-ს ანგარიშში წერია, მაქსიმუმ 6 % შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყოო, ამიტომ, არ იყო დასაჯერებელი მათი ეს ყიჟინა, რომ გაყალბდა არჩევნები. ამიტომ, თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
1746469673
საზოგადოებალევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...
1746469475
სპორტითორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...
1746465398
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1746463730
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან
სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...
1746459948
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება
„დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევ...