გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამურლაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
გივი მიქანაძის თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანელი მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის, სკოლებში ენების სწავლების გაძლიერებისა და უნივერსიტეტებში სტუდენტთა დაფინანსების ზრდის პროგრამებს.
შეხვედრის მონაწილეებმა STEAM მიმართულებით პარტნიორობის გაფართოებას გაუსვეს ხაზი, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოში STEAM ცენტრის მოწყობის სურვილი გამოხატა, თავის მხრივ, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება განათლების სხვადასხვა საფეხურზე მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელებით.
საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის აღდგენას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლებს გააერთიანებს. აღინიშნა, რომ ჯგუფი მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
1753541542
მსოფლიორომის პაპი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა
რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას უდგას სათავეში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყებ...
1753537617
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე: მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ სჭირდება, ამ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი, პარტნიორული დამოკიდებულება - ეს წერილი ღიმილის მომგვრელია
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება მედიასთან შეაფასა და მას ღიმილის მომგვრელი უწოდა. „რაღაც დახმარებისა და მხა...
1753535919
საზოგადოებასაერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა
საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგი...
1753532458
საზოგადოებაგივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა
ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტ...
1753531926
საზოგადოებამათიკაშვილი ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის
საზოგადოებამ რაც იხილა, ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსას...