გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაური თავის პირობებს მესამე "ადვოკატის" გავლით აცნობდა - გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან და აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაურმა იმისთვის, რომ გოგაშვილისთვის საკუთარი პირობები გაეცნო მესამე "ადვოკატი", დიმიტრი მჭედლიშვილი დაუნიშნა.

გოგაშვილი აცხადებს, რომ მჭედლიშვილი ახლახან გაქრა.

სოსო გოგაშვილის წერილს სრული სახით გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე.

ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც ბუნებრივია ვენდობი.

ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24 საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში.

ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედია საშუალებებთან.

მოკლედ, მათ ორივეს, საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’.

ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა.

ახლა მოგიყვებით მის შესახებ:

როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო, ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი.

შემდეგ ის შემოვიდოდა ჩემთან, როგორც ჩემი ადვოკატი და გადმომცემდა მათ პირობებს კონკრეტულად.

ეს ჩემთვის დამატებითი მტკიცებულების შანსი იყო და ბუნებრივია, დავთანხმდი.

ხარიტონაშვილმა გადმომცა დიმიტრი მჭედლიშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მე ჩემი ადვოკატების მეშვეობით გადავეცი ჩემს ოჯახს.

თან გავუმხილე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და უჩემოდ არ გაეხმოვანებინათ ეს ინფორმაცია.

მოხდა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, იგი მივიდა ჩემს ოჯახში და მოხდა ფორმალურად კონტრაქტის შედგენა, აღნიშნული ფაქტი ოჯახმა დააფიქსირა.

ამის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან მე-12 დაწესებულებაში, თარიღს მნიშვნელობა აღარ აქვს როდის, რადგან ეს კადრებიც წაშლილი იქნება, თუმცა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეუძლია ვიზიტორების სია გადაამოწმოს.

მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.

მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა.

ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო.

მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის.

მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა.

მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა.

ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.

კრიმინალებო!

მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას.

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი", - წერს გოგაშვილი წერილში.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ხანძარი იყო ჩოხატაურში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში

📍ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მორიგი თაფლობის თვის გასატარებლად, იტალიაში, კომოს ტბაზე ჩავიდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789586275

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...

შალვა პაპუაშვილ

1789585622

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ

ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...

 ტრამპი ტრამპი

1789583771

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1789583127

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...

შაკო კუჭაშვილი

1789578479

საზოგადოება

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...

კობა კობალაძე