„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1755158264
სპორტიხვიჩა კვარაცხელია: მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით
საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობას გეტყვით ყველას...
1755158199
საზოგადოებანინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...
1755156912
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ
დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი...
1755156734
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...
1755156610
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა - ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას
სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან...