გურამ მაჭარაშვილი: Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება

„დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევს კიდეც გარკვეულ წარმატებას,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა გერმანიაში პარტია „ალტერნატიული გერმანიისთვის“ აკრძალვაზე. ეს ქმედება, როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყოფითად შეაფასა, რაც ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკის საფუძველი გახდა.
„პირველ რიგში, ეს არის გლობალური ომის პარტიის, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია Deep State-ად მოიხსენიებს, არსებობის მტკიცებულება. ამის მხილებაა ის, რომ „ალტერნატიული გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ძალად მოიხსენიეს, რაც დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარტიის აკრძალვა არასწორ ნაბიჯად შეაფასა. ამერიკამ დიქტატურა უწოდა იმას, რომ ებრძვიან ხელისუფლებისგან განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ძალას.
ჩვენ კარგად ვხედავთ მსოფლიოს დღის წესრიგში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობას. გერმანიაში „ალტერნატივა გერმანისთვის“ გამოაცხადეს კრიმინალურ, დესტრუქციულ ძალად. ეს ძალა არც ხელისუფლებაში ყოფილა და არც საერთაშორისო სასამართლოს გამოუტანია მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომ მან ჩაიდინა სისტემური დანაშაული. ასეთ პარტიას აცხადებენ გერმანიაში ექსტრემისტულ ძალად მაშინ, როცა ევროპული საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის დადასტურებულად ჩამდენი „ნაციონალური მოძრაობა“, არათუ ექსტრემისტულ ძალად, არამედ ზოგიერთი, მათ შორის გერმანიის ელჩის მიერ მოხსენიებულია, როგორც „ევროპული ღირებულების პარტია“.
სადაც ამდენს უბედავენ ამერიკას [Deep State აშშ-ს აკრიტიკებს იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტაციამ გააკრიტიკა „ალტერნატივა გერმანისთვის“ აკრძალვა], რა გასაკვირია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აამოქმედონ ორმაგი სტანდარტი? ერთი მხრივ, მცდელობაა იმის, რომ დეზინფორმაციული შტურმი იყოს ქართულ საზოგადოებაზე. მეორე მხრივ, დღევანდელი მსოფლიო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი საზოგადოება გახადო დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ Deep State-ს ეს მეთოდი აქვს შერჩეული, სხვა გზა ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის, აღწევს კიდეც გარკვეულ წარმატებას.
სწორედ ამიტომ მოხდა „ხალხის ძალის“ გამოყოფა ხელისუფლებაში მყოფი პარტიიდან, რადგან მმართველი ძალა ვერ ახერხებდა კულისებში არსებული ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდებას. დეზინფორმაციით გვებრძოდნენ ზუსტად, რადგან დღეისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. მართალია, დღეს მსოფლიო დაპატარავდა და ინფორმაციის მოპოვება არ არის ძნელი, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, რა ინფორმაცია მძლავრობს. როცა მოვა Deep State-ად, მაგალითად, 10 ინფორმაცია და მას ერთი დაუპირისპირდება, რა თქმა უნდა, მოიგებს უცხოური ძალა.
Deep State-ს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაა ის, რომ ხალხი შევაიარაღეთ სწორი, მართალი ინფორმაციით, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებს დეზინფორმაციის არეალში მოაქციოს საზოგადოება და გამოიწვიოს არეულობა, რასაც ვერ მიაღწევს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1746471924
მსოფლიოვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე
ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...
1746469673
საზოგადოებალევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...
1746469475
სპორტითორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...
1746465398
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1746463730
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან
სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...