გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ყოველი სხდომის შემდეგ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, დამნაშავე რეჟიმის „ნაცმოძრაობის“ დასრულების და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოყალიბების ყოველგვარი მოძალადე რეჟიმის გარეშე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან ისაუბრა, თუ რა როლი შეიძლება, ითამაშოს კომისიის დასკვნამ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის პროცესში.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნა რომ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, ამას ადასტურებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ყოველი სხდომა და მასზე გამოკითხული ადამიანები. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბევრი რამ იქ მოსმენილის შესახებ, კომისიის წევრებმა, საზოგადოების უმრავლესობამ არ იცოდა.

„ბევრი რამ შესაძლოა, ჩვენც ვიცოდით, მაგრამ როდესაც პირველი წყარო ჰყვება ამ უბედურებას და ფაქტებს, მტკიცებულებას, თუ რა რეჟიმი არსებობდა 2003-2012 წლებში, დამეთანხმებით, ეს სულ სხვა ემოციაა და სულ სხვა მტკიცებულებაა. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობდით კომისიის შექმნამდეც და შემდეგაც, რომ ეს არის ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რომლის დასკვნა და გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად გერმანიის მომავალში განვითარებას, იმიტომ რომ აკრძალეს ნაციონალ-ფაშისტური პარტია. ეს რომ არ მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა მიმდინარეობით არ აიკრძალოს, მუდმივ რყევებში იქნება სახელმწიფო. შესაბამისად, უკვე სამი თვის თავზე, კომისიის სხდომებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საკმარისზე მეტია იმის მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც სხვათა შორის, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც ადასტურებენ, არ უნდა არსებობდეს და ეს აუცილებლად მივა ბოლომდე თავისი სამართლებრივი შედეგებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილს, ლაშა არქანიასა და ბესიკ დანელიას მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმინეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746471924

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...

ვიქტორ ორბანი

1746469673

საზოგადოება

ლევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე

„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...

ლევან ჭოტორლიშვილ

1746469475

სპორტი

თორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...

თორნიკე შენგელია

1746465398

საზოგადოება

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 დროებითმა საგამოძიებო კომისია

1746463730

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...

დავით დოიაშვილი