ილია მეორე: ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
„ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“, - განაცხადა პატრიარქმა.
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
კონგრესმენთა დელეგაციის ოფიციალური მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. კონგრესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.
1792132503
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...
1792130251
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...
1792129361
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...


























