ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა
"2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა რამდენიმე თვეა, სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.
"სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა.
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა.
უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა.
საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და ამ პრობლემამ სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგანაც კრიზისის შედეგად შექმნილი ზიანის რეკომპენსირება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის რთულად ადმინისტრირებადი აღმოჩნდა.
გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა.
ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.
2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს.
ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები.
სხვა სიახლეები:
🔲 საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 784 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 070 პაციენტი
🔲 Mercedes-Benz თანამშრომლებს 6 ათას ევროს ოდენობის პრემიას გადასცემს
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...


























