ირაკლი კირცხალია: დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ყველაზე საშინელი სანახავია ხალხი, რომელიც მათ ეტრფის და მათ სამსახურშია - აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, შეაფასა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო, რომლებიც ამჯერად, სავარაუდოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის თანაშემწეს, პოლ მასაროს ესაუბრნენ და საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს, რა დროსაც, მასარომ საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
კირცხალიას შეფასებით, ეს კიდევ ერთი თვითლუსტრაცია და იმის დადასტურებაა, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში საუბრობს.
თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე ამაზრზენი ადგილობრივი აგენტურის ქმედებაა, რომელიც უილსონის თუ ნებისმიერი ლობისტური ჯგუფის დავალებას უსიტყვოდ ასრულებს და რეალურად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.
„ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრაციაა იმისა, რასაც ვამხელდით 2022 წლამდე და 2022 წლის შემდეგ მათი სახეების მხილებაც აღარ დაგვჭირდა. აქ ჯო უილსონის და მის მრჩეველზე, ან კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე კი არ არის საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ ჩარჩენილია აშშ-ს და იმ დიდი მანქანის მიერ იმართება და რომელიც უკვე გაორმაგებული ძალით იბრძვის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, ზოგადად რეგიონთან მიმართებით, აქ ყველაზე ამაზრზენი და გულის ამრევია ის ხალხი, რომელიც ამათ ეტრფის და მათ სამსახურშია და სულ არ აინტერესებთ, სად წავა თავიანთი ქვეყანა, უბრალოდ, მიიღონ მათგან დავალება და ეს დავალება ყურმოჭრილად, ზედმეტი კითხვის გარეშე შეასრულონ.
ეს არის ამაზრზენი სანახავი, თორემ, დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება შეცვალონ და სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ევროკავშირში შეიძლება სხვა ლობისტური ჯგუფი მოგვევლინოს, რომელიც ამ დიდი მანქანის მხრიდან იმართება. ყველაზე საშინელი სანახავია ეს აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს მათი დიდი მანქანის დავალებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
ესენი არიან არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ, ქვეყნის ოპოზიცია. მათი საქციელი და განცხადებები ჩემთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ისინიც თავიანთი დამკვეთებიდან იღებენ დავალებას, თუ რა დავალებები, რა მესიჯბოქსები და სცენარები უნდა შეუკვეთონ ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებში“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...