ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პარტიის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები.
„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1754131240
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც
ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...
1754131197
საზოგადოებაპრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას
„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...
1754129247
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას
ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...
1754128325
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე
დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...
1754128193
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...