გიორგი ჩაკვეტაძე: „უოტფორდთან“ ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე გასვლა ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ watfordobserver-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
მათ შორის გიორგიმ განაცხადა, რომ „უოტფორდთან“ ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში უნდა.
„უოტფორდში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიყვარს ამ გულშემატკივრის წინაშე თამაში და იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება. ტრავმა მოვიშუშე, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ სასურველ ფორმას მალე დავიბრუნებ.
ვფიქრობ საკმარისად კარგი გუნდი ვართ და ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს პრემიერლიგაში აღზევების, ჩვენი მიზანი ახალ სეზონში სწორედ ეს იქნება. ამ შედეგის მისაღწევად პირველ რიგში, შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ, ბევრი გოლი გავიტანოთ და მეტი აგრესიით ვითამაშოთ.
გასულ სეზონში სტარტი კარგი გვქონდა, თუმცა ბოლოს ბევრი მატჩი წავაგეთ. რა თქმა უნდა, დაცვაც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ შეტევაში მომატება აუცილებელია, რადგან იყო მომენტები როდესაც ბევრ საგოლე მომენტს ვერ ვქმნიდით, რის გამოც ბევრი ქულა დავკარგეთ.
როდესაც აქ პირველად მოვედი 100 %-ით მზად არ ვიყავი, ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა. ვფიქრობ ევრო 2024-ის შემდეგ სულ სხვაგვარად ვთამაშობდი და მაქსიმალურად ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი. დრიბლინგი ბავშობიდან მიყვარს და როდესაც ბურთი მაქვს, ვცდილობ მოედანზე გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღო.
გასულ სეზონში 41 მატჩი ჩავატარე და მხოლოდ 2 გოლი გავიტანე, რაც ვფიქრობ ძალიან ცოტაა. სურვილი მაქვს მომდევნო სეზონში თამაში გავაუმჯობესო, გაცილებით მეტი გოლი გავიტანო და საგოლე გადაცემების მაჩვენებელიც გავაუმჯობესო, „უოტფორდთან“ ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება“, - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...
1772950806
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...































