ირაკლი კობახიძე: ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, წლის ბოლოს პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, 2024 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა მიაღწია 9 140 დოლარს, ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ოთხი წლის ამ მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი პირველ ადგილზეა.

„პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2024 წელს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და წლის ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად, ჩვენი ეკონომიკა გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა, ანუ ჩვენ დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება მომავალშიც. ასევე, წლის ბოლოსთვის, პირველად, ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმად, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის.

„რა ტენდენციაც გვქონდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაშიც, 2030 წლის ჩათვლით, ანალოგიური ტემპი გვექნება შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5,2%, რაც წარმოადგინა სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე

1751026301

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენაა მიმართული

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყო...

ირაკლი კობახიძე

1751025199

საზოგადოება

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის...

 ელისო ბოლქვაძე

1751023075

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები - ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი

„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოვ...

ირაკლი კობახიძე

1751022968

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას

„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე