ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, საცურაო აუზს

მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მოიცავს, მათ შორის, საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, საცურაო აუზს და ა.შ.

„ასევე, მულტიფუნქციური ცენტრები უნდა მოიცავდეს შემეცნებით-კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, თავისი არსით უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მულტიფუნქციური. საბოლოო ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ყვარელი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ყვარელში თეატრის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ღირებულება, დაახლოებით 10 მილიონი ლარია და აღნიშნა, რომ სამუშაოები მალე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე

1751030682

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას

ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1751030254

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1751029563

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები

წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პა...

ირაკლი კობახიძე

1751028506

საზოგადოება

პრემიერი: რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხს...

ირაკლი კობახიძე