ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგენტურა.

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით. დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ამაში შედიან რადიკალური პარტიები, ენჯეოები და მათი კუთვნილი მედიასაშუალებები. დიფ სთეითმა გაშიფრა ყველა და ყველაფერი.

ჯერ იყო პარტიების რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო „ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო ენჯეოების რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, „არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა რომელიც არის გამოსული. ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხედავთ, როგორი განცხადებებით გამოდიან კონკრეტული ელჩები. პატივს ვცემ ბატონ ჰერჩინსკის, მაგრამ ყველაფერში ჩართეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას დიფ სთეითი არ აძლევს საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში. ჰქონდა გარკვეული მცდელობა თუმცა მაშინვე მიუჩინეს სამწუხაროდ თავისი ადგილი და რეალურად ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. პირდაპირ გააკეთა განცხადება და ქართველ ხალხს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა ვერ დაბრუნდებოდა, თუ არ იაქტიურებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. შემდეგ ხედავთ არჩევნების შემდგომ განცხადებებს და ქმედებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. ხედავთ სხვა ელჩებს, თუ რას აკეთებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ა.შ. ნაცვლად ელჩობისა, ისინი სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ აქტივობებში, რაც არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...

ირაკლი კობახიძე

1741808670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...

შალვა პაპუაშვილი

1741808637

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1741808601

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე

1741808565

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „დიფ სთეითზე“: სჭირდებათ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ - მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყა...

შალვა პაპუაშვილი